6 მცდარი ფაქტი, რომლებიც ფილმის ,,ბოჰემიური რაფსოდია” რეჟისორმა შემოგაპარათ

6 მცდარი ფაქტი, რომლებიც ფილმის ,,ბოჰემიური რაფსოდია” რეჟისორმა შემოგაპარათ

474
რეალური ცხოვრება არც ისეთი აღმაფრთოვანებელია ხოლმე – მაშინაც კი, თუ სიუჟეტი ლეგენდარული ფრედი მერკურის ირგვლივ ვითარდება – ამიტომ, როცა ჰოლივუდში ბიოგრაფიულ ფილმებს იღებენ, მაყურებელში ინტერესის გასაღრმავებლად, ზოგიერთ ფაქტს აყალბებენ, აზვიადებენ ან იგონებენ. გთავაზობთ 6 მცდარ ფაქტს, რომლებიც ფილმის ,,ბოჰემური რაფსოდია” რეჟისორებმა, ბრაიან სინგერმა და დექსტერ ფლეტჩერმა შემოგაპარეს:
1.,,ქვინის” ევოლუცია სულაც არ წარმართულა ისე სწრაფად, როგორც ,,ბოჰემურ რაფსოდიაშია” ნაჩვენები. მერკური ბრაიან რეისა და როჯერ ტეილორს იქამდე იცნობდა, სანამ ,,ქვინის” შექმნის იდეა გაჩნდებოდა.  მუსიკოსები ერთმანეთს ტიმ სტაფელმა წარუდგინა. ტიმი ბას-გიტარისტი იყო ჯგუფ “სმაილში”. ამ დროისთვის მერკური ბენდ ,,აიბექსთან” ერთად მღეროდა და იყენებდა ფსევდონიმს – ბულსარა.  ერთ-ერთ მორიგ შოუზე ,,აიბექსს” ,,სმაილიც” შეუერთდა, სწორედ ამ დღეს პირველად გამოჩნდა სცენაზე მერკური ბრაიან რეისა და როჯერ ტეილორთან ერთად. ტიმ სტაფელმა ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა იმ დროისთვის, როცა მერკური ,,სმაილის” ბიჭებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა, ასე რომ ბას-გიტარისტის ჩანაცვლების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. იმის შემდეგ რაც ფრედი ,,სმაილის” მომღერალი გახდა, ბენდმა ,,ქვინი” დაიქრვა.



2. მაყუებელი გააოგნა იმ ფაქტმა, რომ ფილმში მერკურის შეყვარებული ქალია, ვინაიდან საზოგადოებაში ფრედი გეიდ აღიქმება. დიახ, სრული სიმართლეა, რომ მერკურის 2 საპირისპირო სქესის შეყვარებული ჰყავდა და ორივე მათგანზე დაქოწინება სურდა. განსაკუთრებით უყვარდა მერი ოსტინი და მისთვის სიკვდილამდე განსაკუთრებულ ადამიანად დარჩა. ,,ბოჰემურ რაფსოდიაში” ნაჩვნები ხელის თხოვნის სცენა რეალურისგან სრულიად განსხვავდება. მერკურის ყოფილი პარტნიორი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსეებდა: ,,ფრედიმ დიდი ყუთი მომიტანა, გავხსენი და მასში შედარებით მცირე ყუთი დამხვდა, მეორე ყუთს მესამე, მეოთხე და მეხუთე მოჰყვა… ასე იქამდე, სანამ ბეჭედი არ აღმოვაჩინე. ის იყო სად ადა უბრალო. დაუფიქრებლად წავიჩურჩულე ,,თანახმა ვარ!” ფილმში ნაჩვენებ ბეჭედს კი დიდი ბრილიანტი ამშვენებს. 



3. ,,ბოჰემურ რაფსოდიაში” ნაჩვენებია, რომ მერი და ფრედი არასდროს დაქორწინებულან, რაც სრული სიმართლეა. სამაგიეროდ, რეჟისორებმა სცადეს, მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ დაშორების შემდეგ მათ აღარ ჰქონიათ ახლო ურთიეერთობა. რეალურად მერისთვის ყოფილი საქმრო უძვირფასეს ადამიანად დარჩა და ეკონტაქტებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ოსტინი იხსენებდა –  ,,ის ხშირად მღალატობდა მამაკაცებთან. ამისი ატანა უკვე შეუძლებელი იყო. ერთხელ ფრედიმ მითხრა:
-მართალია, მერი, მე ბისექსუალი ვარ.
-არა, ფრედ. შენ გეი ხარ. – ვუპასუხე მე და მის შემდეგ კარგ მეგობრებად დავრჩით.
თავად ფრედი კი ამბობდა: ,,ჩემი ყველა საყვარელი მეკითხებოდა, რატომ არ მსურდა მათთან ერთად ოჯახის შექმნა, რაზეც ვპასუხობდი, რომ ვერავინ დაიკავებდა მერის ადგილს. ერთადერთი ნამდვლი და უახლოესი მეგობარი, რომელიც მყოლია, მერია, ამიტომ შეუძლებელია ვიმემ ჩაანაცვლოს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ქორწინება.”
მერკური მაშინაც, როცა მამაკაცებთა ერთად ცხოვრობდა, მერის თავის ცოლად მოიაზრებდა.



4. ხუჭუჭა და სათვალან რეი ფოსტერს, რომელთანაც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ეპიზოდია დაკავშირებულის, სინამდვილეში  არასდროს უარსებია და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია.
 


5.ფილმში ნაჩვენებია, რომ ,,ქვინის” მენჯერმა, ჯონ რეიდმა ფრედს სოლო კონცერტის ჩტარება ურჩია, რამაც ,,ქვინთან” კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი და ჯონს ბენდის მიტოვება მოუწია. სინამდვილეში არ დაპირისპირებულან. ყველაფერიმა გაცილებით უფრო მარტივად ჩაიარა:
-მივდივარ, – თქვა მენეჯრემა.
-როგორც გინდა,  – უპასუხეს ჯგუფის წევრებმა.
მოგვიანებით, 2011 წელს ,,ქვინის” შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ტეილორი იხსენებდა: ,,უცნაური კაცი იყო, მაგრამ ჩვენც არ ვიყავით ნორმალურები, ამიტომ ნაწილობრივ გვესმოდა ერთმანეთის.”



6. ყველა ფილმში მთავარი პერსონაჟი ერთ საბედისწერო შეცდომას უშვებს. ,,ბოჰემურ რაფსოდიაში” ეს შეცდომა ფრედის ბენდიდან წასვლა იყო.  სინამდვილეში მერკურის ,,ქვინი” არ დაუნგრევია. ბიჭები დაიშალდნენ 1982 წელს გამოშვებული ალბომის, ,,ჰოთ სფეისის” გამოსვლის შემდეგ. ვინაიდან ფრედს არ სურდა მუსიკის გარეშე გაეტარებინა ცხოვრების თუნდაც მცირე პერიოდი, მან სოლო კარიერაზე დაიწყო ფიქრი.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно