12 საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლებიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული

12 საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლებიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული

502
შიშის ზღვარზე (2007 წელი)
სამი მეგობარი მექსიკაში ერთკვირიან მოგზაურობაში წავა. ერთ-ერთი მათგანი, ფილი ტყვედ ჩაუვარდება ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფს, რომლებიც ტურისტებს კლავენ და სატანისტურ რიტუალებში იყენებენ…

 
მეზობელი გოგონა (2007 წელი)
ახალი დაობლებული დები ინდიანას შტატის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ დეიდა რუთთან (ფილმში შეცვლილია ქალის სახელი. სინამდვილეში მას გერტრუდა ერქვა, გვარად კი ბანიზევსკი იყო)  საცხოვრებლად გაგზავნეს, 1958 წლის ზაფხულში. რუთი გადაწყვეტს ჭკუა ასწავლოს გოგონებს და მკაცრად იწყებს ,,მათ აღზრდას”, ამ პროცესში კი თავის ვაჟებთან ერთად, მეზობლის ბიჭს ჩართავს. რით შეიძლება დასრულდეს რუთის სსტიკი ახირება და გოგონას წამება?
 
კაციჭამია (1999 წელი)
ამერიკელ ჯარისკაცს შორეულ სამხედრო ნაწილში აგზავნიან, სადაც იგი ველური კანიბალიზმის ამაზრზენ შემთხვევას წააწყდება…

 
უცნობები (2008 წელი)
წყვილს, რომელიც ტყეში, კომფორტულად და ლამაზად მოწყობილ სახლში განმარტოვდა, თავს ესხმის სამი ნიღბიანი ადამიანი. ისინი სიამოვნებას იღებენ ადამიანთა დაშინებით და მათზე ნადირობით.

 
მგლის ორმო  2 (2013 წელი)
სამი ევროპელი ტურისტი ავსტრალიის კონტინენტზე მოგზაურობს ცნობილი ღირსშესანიშნაობების სანახავად, ისინი მივლენ უძველესი ჩამქრალი ვულკანის კრატერთან, რომელიც ცნობილია, როგორც ,,მგლის ორმო”, სწორედ აქედან იწყება მათი ნამდვილი, შემზარავი თავგადასავალი.

 
დამერი (2002 წელი)
1992 წლი 15 თებერვალს სასამართლომ ჯეფი დამერს 15 სასტიკი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ფილმი ასახავს დამერის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ბონუსი: მათ, ვისაც აინტერესებს როგორი იყო დამერის ცხოვრება იქამდე, სანამ სერიული მკვლელი გახდებოდა, ვთავაზობთ ფილმს ,,ჩემი მეგობარი დამერი“.

 
ტეხასური ჟლეტა ხერხით: დასაწყისი (2006 წელი)
სამხედრო მისიით ვიეტნამში გამგზავრებამდე, ორი ძმა – შეყვარებულებთან ერთად –  სამოგზაუროდ მიდის ტეხასში. მოგზაურობა კოშმარად გადაიქცევა, როცა მათზე ნადირობას დაიწყებს კანიბალი მეტსახელად ,,ტყავის სახე”.

 
ღია ზღვა (2003 წელი)
ცოლ-ქმარი, სიუზანი და დენიელი,  მიემგზავრება ბაჰამებზე დასასვენებლად. ისინი წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად დაივინგით დაკავდებიან. ხოლო როდესაც მთავარი გმირები წყლიდან ამოყვინთავენ აღმოაჩენენ, რომ მათი კატერი  წასულა და ისინი ღია ზღვაში დაუტოვებია. წყვილს სანამპიროდან 15 კილომეტრი აშორებს. გადარჩებიან თუ არა სიუზანი და დენიელი?

 
შავი წყალი (2007 წელი)
ფილმში ასახულია სათევზაოდ წასული მამა-შვილისა და დედინაცვლის ისტორია, რომლებსაც ალიგატორი იმსხვერპლებს.

 
ბორვებს აქვთ თვალები (2006 წელი)
კარტერების ოჯახი “ბორბლებიანი სახლით” ამერიკაში მოგზაურობს. ავარიის შემდეგ ისინი საიდუმლო ატომურ ზონაში ხვდებიან, რომელიც ცივილიზაციაა მოწყვეტილი.

 
ქალაქი, რომელსაც ეშინოდა დაისის (2014 წელი)
65 წლის წინ ამერიკის ერთ-ერთ ქალაქს ყოველ ღამით სერიული მკვლელი აწიოკებდა. მისი დანაშაულები მონათლეს სახელით ,,მკვლელობები მთვარის შუქზე”.

 
კრისტი (2014 წელი)
გოგონა მადლიერების დღეს  მარტო დარჩება კოლეჯის კამპუსში. მას თავს ესხმის სერიულ მკვლელთა ჯგუფი…
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно