ლედი გაგა ჯერემი რენერს ხვდება

ლედი გაგა ჯერემი რენერს ხვდება

314
თავის აგენტთან ნიშნობის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ ლედი გაგას ახალი რომანი აქვს, როგორც დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან მომღერალი "შურისმაძიებლების" ვარსკვლავს ჯერემი რენერს ხვდება.

წყაროს ინფორმაციით წყვილი ერთად დიდ დროს ატარებს და ჯერემიმ გაგას თავისი ექვსი წლის ქალიშვილი ავაც გააცნო, რომელიც პირველი ქორწინებიდან ეყოლა.

დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, რადგან ინსაიდერი ვარსკვლავების გარემოცვიდან დარწმუნებულია, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან. "ჯერემი ლედი გაგასთან სიამოვნებით ატარებს დროს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ მათ ურთიერთობაში რომანტიკას ადგილი უკავია", - თქვა ინსაიდერმა.

ადრე პაპარაცები იტყობინებოდნენ, რომ გაგას რომანი ბრედლი კუპერთან ჰქონდა, რომელთან ერთადაც ის ფილმ "ვარსკვლავის დაბადებაზე" მუშაობდა. ამბობდნენ, რომ მომღერალი თავის აგენტს კუპერის გამო დაშორდა, მაგრამ მოგვიანებით გაგამ გავრცელებული ჭორები უარყო.

მომღერალი თავის აგენტზე - ქრისტიან კარინოზე იყო დანიშნული. უცნობია, თუ რატომ დაშორდა ლედი გაგა კარინოს.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно