ყველაზე საშინელი კადრები ფილმიდან “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”

ყველაზე საშინელი კადრები ფილმიდან “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”

382
ლარს ფონ ტრიერის უკანასკნელი ნამუშევარი – სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა, ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული და საშინელი მოზგაურობაა მანიაკი მკვლელის ფსიქოლოგიაში. ის მაყურებელს სერიული მკვლელის ფსიქოპორტრეტს რეჟისორის ჩვეულ სტილში – გულისამრევი გულახდილობით უჩვენებს. ხუთნაწილიანი თრილერის ხუთივე ეპიზოდში შეუმდგარი არქიტექტორი და სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ყვება. მას მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს.
ფონ ტრიერი მაყურებლის მოთმინებას ორსაათნახევრის განმავლობაში ცდის – წამება, მიზოგინია, ძალადობა და სისხლი მტკივნეულ, მაგრამ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი ფილმების სიას, რომლებსაც მაყურებელი ბოლომდე ვერ უყურებს; მაგრამ ის მამაცებიც კი, რომლებიც მას ბოლომდე გაუძლებენ, ფილმის ბოლოს აუცილებლად გაიფიქრებენ: “შენ გაიმარჯვე, ლარს, ახლა კი ჯოჯოხეთშიც წასულხარ.”
წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ, სისხლისგამყინავ და შთამბეჭდავ მომენტებს ფილმიდან.

1. ჯეკი (მეთ დილონი) სახლში პაემანზე იწვევს რაილი კიუს გმირს, შეკრავს და მკერდზე წერტილებით მონიშნავს ადგილებს, რომლებსაც შემდგომ დანით დაუსერავს.



2. მკვლელი მანქანის “კარნიზით” კლავს და სახეს უმახინჯებს ქალს, რომელიც მას დაემგზავრა (ქალის როლს უმა თურმანი ასრულებს).


3. იარაღმომარჯვებული ჯეკი ქალს და მის ორ ვაჟს უთვალთვალებს. სამიზნეს მათკენ მიმართავს და ორ საბედისწერო გასროლას ახორციელებს.


4. სერიული მკვლელი მსხვერპლის საბოლოო სიკვდილის დადგომას ელოდება, შემდეგ კი ბავშვების სახეზე ჯოკერისებური, სისხლიან ღიმილი გამოჰყავს.

5. სცენაში, რომელიც ჯეკის ბავშვობას გვიჩვენებს, მომავალი მკვლელი სეკატორით იხვის ჭუკს ფეხებს აჭრის და ტბაში ისვრის.


6. მსხვერპლის შეხვეული სხეული, სახით დაბლა, სწრაფად მიმავალ ფურგონზე თოკითაა მობმული და გზაზე სისხლიან კვალს ტოვებს. სისხლის ნაკადულს წვიმა ერევა და გზაზე წითელი წყალი მოდის.


7. ჯეკი მოხუცი კაცს ყელს დანით უსერავს, მომაკვდავის პერანგი, მისი ყვირილის ფონზე, სისხლით იღებება.


8. მკვლელი ხუთ მსხვერპლს ერთ რიგად აყენებს და უჩვენებს ერთ ტყვიას, რომლითაც ყველას ერთბაშად, ერთი გასროლით დახოცვას აპირებს.

Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно