“ლუთერი” – დიდი დაბრუნება 4 წლის შემდეგ
11.01.2019 282 0 admin

“ლუთერი” – დიდი დაბრუნება 4 წლის შემდეგ

კინოგურმანი / რეცენზიები
В закладки
ასეთი დაძაბული არცერთი სეზონი არ ყოფილა. ოთხ-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსული ლუთერი ნამდვილად დიდი დაბრუნებაა, ჩვეული – დაძაბული სიუჟეტით და ცოტათი უჩვეულო – მთავარი გმირით.
რა თქმა უნდა, ეს ისევ ის ლუთერია – გონიერი და საინტერესო დეტექტივი, არასტაბილური ხასიათითა და შინაგანი ქაოსით, თუმცა, ამ სეზონში ის უფრო მშვიდია და მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში. თითქოს იდრის ელბას გმირმა ბოლოს და ბოლოს შეძლო ის, რასაც წინა ოთხი სეზონის განმავლობაში ცდილობდა – თავის თავში დემონები დაამარცხა.

ლუთერი
ლუთერი

ახალ სეზონში საზარელი მკვლელობები ხდება. თავიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ ფსიქიკურად დაავადებული, გაუწონასწორებელი სოციოპათი სჩადიოდეს, თუმცა, მალევე ირკვევა, რომ ამ რიტუალური მკვლელობების უკან ჭკვიანი და მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები დგანან, ადამიანები, რომელთა გამოჭერაც, სწორედ ამ მიზეზების გამო, რთულია.
ეს არ არის შემთხვევა, როდესაც სისასტიკეს ღარიბების სისხლი კვებავს (როგორც მაგალითად, ნარკოსშია ან თუნდაც – რეალურ ცხოვრებაში). აქ დევიაციას ბაზისური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა არ წარმოშობს. ლუთერის ატმოსფერო კვლავაც ბნელი და დამთრგუნველია.

ლუთერი
ლუთერი

ახალ სეზონში ახალი გმირები ჩნდებიან და ძველები ბრუნდებიან. ახალი გმირებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სერჟანტი კეტრინ ჰალიდეი, რომლის როლსაც 2017 წლის BAFTA-ს გამარჯვებული, ვუნმი მოსაკუ ბრწყინვალედ თამაშობს. მარტივად რომ დავახასიათოთ, მოსაკუს გმირი გონიერი, სამართლიანი და ემპათიური ქალია, რომელიც თავის საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება და ამ საზარელი დანაშაულების ამოხსნასაც ახერხებს.
ძველ გმირებს რაც შეეხება, მათგან, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ის, ვინც თავისი კომპლექსურობითა და უნიკალურობით არამარტო ლუთერში, არამედ ზოგადად, სატელევიზიო შოუების ისტორიაში შექმნა დაუვიწყარი გმირი.
წითელთმიანი ელის მორგანი, რომლის ამბავიც იმით დაიწყო, რომ საკუთარი მშობლები დახოცა და ეს ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით გათვლილი გეგმით გააკეთა… რომელიც რაღაცით ჰანიბალ ლექტორს ჰგავს, რაღაცით მორიარტს, მომენტებში კი უბრალოდ პატარა გოგოა, რომელსაც ადამიანებმა იმედები გაუცრუეს (და ეს ყველაზე კარგად სწორედ ამ სეზონში გამოჩნდება).

ლუთერი
ლუთერი

რუთ უილსონი ელის მორგანის როლს კვლავაც იმდენად ბუნებრივად და ორგანულად თამაშობს, რომ შეუძლებელია, მისით აღფრთოვანებული არ დარჩე. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც:
ეს როლი ჩემი ბედისწერა იყო. ეკრანზე ხშირად ვერ ნახავთ ფსიქოპათ ქალს, რომელსაც მოსწონს ის, რასაც აკეთებს. მსგავს ტიპაჟებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ამიტომ ჩემთვის ეს როლი განსაკუთრებული თავისუფლება იყო. მე ხომ უმეტესწილად შეზღუდულ გმირებს ვთამაშობ, გმირებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რა არის ცუდი და რა – კარგი. ასეთი შეზღუდვა კი ელისს არ აქვს…

ლუთერი
ლუთერი

მეხუთე სეზონში ელის მორგანის ისტორია სრულდება. არ სრულდება ჯონ ლუთერის. ან შეიძლება ჯონისაც სრულდება, რადგან ჩვენ ვხედავთ დეტექტივ ლუთერს, რომელმაც არჩევანი გააკეთა.
მართალია, როგორც იდრის ელბამ აღნიშნა, ეს სეზონიც კლასიკური ლუთერია, მაგრამ რაღაც მაინც სხვანაირად არის. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯონის ქაოსს ამ შემთხვევაში არა მისი შინაგანი მხარე, არამედ თავიდან ბოლომდე გარემო ფაქტორები ქმნის და ჯონი ამ ქაოსში გაცილებით მშვიდია, ვიდრე იქნებოდა ჯონ ლუთერი წინა სეზონებიდან. თითქოს ეს ოთხი წელი – სერიალის მეოთხე სეზონიდან მეხუთე სეზონამდე – პერონაჟის ცხოვრებაშიც გავიდა…

ლუთერი
ლუთერი

იდრის ელბას თამაშზე აღარაფერს ვიტყვი. ის იმდენად უხდება ამ გმირს, იმდენად ჯონ ლუთერია, რომ სხვა მსახიობის წარმოდგენა ამ როლში, უბრალოდ, შეუძლებელია. ასეა ფინალის შემთხვევაშიც. კი, გული გვწყდება. ალბათ, ჰეპი ენდი გვერჩივნა. მაგრამ ისეთი სერიალისთვის, როგორიც ლუთერია, ჰეპი ენდი ძალიან არადამაჯერებელი და რეალობას აცდენილი იქნებოდა.
ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურია, ფინალი – ბუნებრივი. თუმცა, ეს მხოლოდ მეხუთე სეზონის ფინალია და არა სერიალის. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ინფორმაცია მეექვსე სეზონის შესახებ.
იმედია, ლოდინი ოთხი წლით არ მოგვიწევს.
Комментарии (0)
Добавить комментарий
Прокомментировать
კოდის განახლება
ლეონარდო დიკაპრიოს ამჟამინდელი გერლფრენდი კინოფილმ “ტიტანიკის” ასაკისაა
შეიძლება უცებ ვერც დაიჯეროთ, მაგრამ წელს ტიტანიკს 22 წელი უსრულდება. დრო მიფრინავს – ამ ფაქტს ვერავინ გავექცევით.
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно