15 "საუკეთესო" ბოროტმოქმედი კინოს ისტორიაში

15 "საუკეთესო" ბოროტმოქმედი კინოს ისტორიაში

81
კინემატოგრაფია უკვე ასზე მეტ წელს ითვლის და მან არაერთი დადებითი პერსონაჟი გვაჩუქა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა, თუმცა არანაკლები ბოროტმოქმედებიც იყო ნაჩვენები, რომლებმაც მაყურებლებს დადებით გმირებზე მეტად დაამახსოვრეს თავი.

15 ადგილი - აგენტი სმიტი, "მატრიცა"
აგენტი სმიტი ადამიანი არ არის, არამედ მოდერატორი ბოტია, რომელმაც საკუთარი თავით მთლიანი მატრიცა გაავსო და მთავარი არქიტექტორიც კი წაშალა.
15 "საუკეთესო" ბოროტმოქმედი კინოს ისტორიაში

14 ადგილი - სკარი, "მეფე ლომი"
ბევრისთვის საყვარელი მულტფილმის მთავარი ანტაგონისტი, რომელმაც თავისი ღალატითა და ცბიერებით ბევრი ბავშვის გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

13 ადგილი - შერიფი ნოტინგემიდან, "რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი"
რობინ ჰუდის არაერთი ეკრანიზაციაა გამოსული, თუმცა საუკეთესო ფილმად 1991 წლის "რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი" ითვლება, რომელშიც მთავარ როლებს კევინ კოსტნერი და მორგან ფრიმენი ასრულებენ, ხოლო შერიფი კი ალან რიკმანის ფილმოგრაფიაში ყველაზე ქარიზმატული ანტაგონისტი.

12 ადგილი - მედდა მილდრედ რეთჩედი, "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
მთავარი მედდა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს "რუხი კარდინალი", მის როლს ლუიზა ფლეთჩერი ასრულებს.

11 ადგილი - გოლუმი, "ბეჭდების მბრძანებელი"
გოლუმი ბეჭედს სრულიად შემთხვევით დაეუფლა და მართალია ის მუდმივად ბოროტების მხარეს არ იყო, მაგრამ სიაში მოხვედრა მაინც შეძლო.

10 ადგილი - საურონი, "ბეჭდების მბრძანებელი"
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ანტაგონისტი არამხოლოდ კინოს, არამედ ლიტერატურის ისტორიაშიც.

9 ადგილი - უცხო, "უცხო"
ულამაზესი, მაგრამ ამავდროულად აგრესიული და მომაკვდინებელი სიცოცხლის უცხო ფორმა შორეული კოსმოსიდან.

8 ადგილი - ვოლდემორტი, "ჰარი პოტერი"
"ჰარი პოტერის" სამყაროს მთავარი ანტაგონისტი. ეს "ის არის, რომლის სახელის წარმოთქმაც არ შეიძლება".

7 ადგილი - კაილო რენი, "ვარსკვლავური ომები"
კაილო რენი ხასიათებით დარტ ვეიდერს გავს, თუმცა მას მაინც ვერ შეედრება, კაილო რენს "ჯედაების მვკლელიც" კი შეარქვეს.

6 ადგილი - პოლკოვნიკი ჰანს ლანდა, "უსახელო ნაბიჭვრები"
ნაცისტური გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის შტანდარტენფიურერი, "ებრაელებზე მონადირე" და კვენტინ ტარანტინოს საყვარელი პერსონაჟი.

5 ადგილი - ჰანიბალ ლექტერი, "კრავთა დუმილი"
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტმოქმედი, რომელმაც მილიონობით კინომანის გული მოიგო.

4 ადგილი - ჰანს გრუბერი, "კერკეტი კაკალი"
კარგი მანერების მქონე გერმანელი ტერორისტი და ამერიკული პოპ-კულტურის თაყვანისმცემელი.

3 ადგილი - T-1000, "ტერმინატორი: განკითხვის დღე"
2029 წლის წარმოების რობოტი-ტერმინატორი. მომავლიდან მოგვევლინა, რომ მოკლას T-800 და ჯონ კონორი, რომ მან "სქაინეტის" დამარცხება ვერ შეძლოს.

2 ადგილი - ჯოკერი. "ბნელი რაინდი"
საუკეთესო ჯოკერი ჰიტ ლეჯერის შესრულებით, პირველი მსახიობი, რომელმაც სუპერგმირულ ფილმში მონაწილეობის შემდეგ პრემია "ოსკარის" მოგება შეძლო.   

1 ადგილი - დარტ ვეიდერი, "ვარსკვლავური ომები"
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ანტაგონისტი, რომელმაც კინემატოგრაფიაში სრულიად შეცვალა "ბოროტმოქმედის" ცნება.

 



Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно